საქართველოს ეროვნული პარკები

საქართველოს ეროვნული პარკები მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემით და ინფრასტრუქტურით. აღმოაჩინეთ ისინი და აღმოჩნდით სრულიად განსხვავებულ სამყაროში.

სათაფლია

თქვენი მოგზაურობა დაიწყეთ სათაფლიით. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ რომ იხილოთ მრავალფეროვანი ბუნება, კულტურული ძეგლები, პრეისტორიული დინოზავრის ნაკვალევი, კოლხეთის ტყე და შთამბეჭდავი პანორამული ხედები.

არ გამოტოვოთ ორი ტურისტული ბილიკი და პანორამული კაფე!

პრომეთეს მღვიმე

სათაფლიის მონახულების შემდეგ მოინახულეთ პრომეთეს მღვიმე, რომელიც მდებარეობს სათაფლიიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში.იმოგზაურეთ ზედაპირიდან 40 მეტრით ქვევით ჯადოსნურ და ფერად სამყაროში, რომელიც ცნობილია თავისი სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით. აქ აღმოაჩენთ ექვს დარბაზს: არგონავტები,პრომეთე,კოლხეთი,მედეა,სიყვარული და საქართველო.

ოკაცეს კანიონი

თქვენი შემდეგი გაჩერება იქნება ოკაცეს კანიონი,რომელიც პრომეთეს მღვიმედან ნახევარი საათის მანძილზე მდებარეობს. ის ერთადერთი ადგილია საქართველოში სადაც მდებარეობს 80-140 მეტრის სიგრძის ექსტრემალური ბილიკი.

ოკაცეს მონახულებამდე გაივლით დადიანის ატმოსფერულ და ისტორიულ ტყეს.

მარტვილის კანიონი

საქართველოში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მარტვილის კანიონი.ის ოკაცეს კანიონიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. მარტვილის კანიონი არის ერთ-ერთი საუკეთესო დაივინგის მიმართულებით ევროპის 8 ქვეყნის ჩამონათვალში.

კოლხეთის ნაციონაური პარკი

კოლხეთის ნაციონალური პარკი მდებარეობს მარტვილის კანიონიდან 70 კილომეტრში. აქ შეგიძლიათ იხილოთ პალიატომის ტბა და მისი ულამაზესი ხედი. კოლხეთის ნაციონალური პარკი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის რადგან აქ 200ზე მეტი სახეობის გადამფრენი ფრინველია.